სს ვინდ ფაუერ
Jun 13, 2024
სს „ვინდ ფაუერი“ იწყებს რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას შიდა ქართლის რეგიონში, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობასთან 2021 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. შერჩეულ ტერიტორიაზე ქარის რეჟიმების შეფასების მიხედვით, რუისის ქარის ელექტროსადგური ხელსაყრელია 206 მგვტ საერთო დადგმული სიმძლავრის ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად.
ქარის ელექტროსადგური იქნება საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილი, რომელიც გაზრდის შიდა ელექტროენერგიის გამომუშავებას და ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.
სს „ვინდ ფაუერმა“ მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ერგბ) პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც მოითხოვს პროექტის შესაბამისობას ერგბ-ის და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტებთან, აგრეთვე გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების შეფასებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის მიერ ნებისმიერი გარემოზე და სოციალური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და გატარებულ იქნას შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები. სს „ვინდ ფაუერიმა“ დაგეგმილი პროექტისათვის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) კვლევის ჩასატარებლად მოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერგბ-ისა და მარეგულირებელი ორგანოების თანხმობისა და პროექტის დაფინანსების მოსაპოვებლად. ამიტომ, როგორც ბსგზშ პროცესის ნაწილი, აგრეთვე ერგბ-ის მოთხოვნების შესაბამისად, სს „ვინდ ფაუერი“ აწარმოებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა აცნობოს მათ პროექტის შესახებ და მიიღოს ნებისმიერი გამოხმაურება/კომენტარი/რეკომენდაცია პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ: სამშენებლო და საოპერაციო ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე და ადგილობრივ თემებზე, მიწის შესყიდვის ჩათვლით, გეოლოგია/ნიადაგისა და წყლის ხარისხი, ხმაური, ეკოლოგია, არქეოლოგია/კულტურული მემკვიდრეობა შეფასდა ბსგზშ კვლევაში.
სს „ვინდ ფაუერი“ მიესალმება ნებისმიერ კომენტარს ან გამოხმაურებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით, შემდეგ მისამართებზე:
ელ-ფოსტა: info@windpower.ge
ტელეფონის ნომერი: +995 598777159
ვებ-გვერდი: www.windpower.ge
საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა შემდეგი სოფლების მოსახლეობასთან: რუისი, ურბნისი, საქაშეთი, არაშენდა, ბებნისი, ბრეთი, დირბი და შინდისი. დაგეგმილია საჯარო კონსულტაციების გამართვა ქარელში და გორში 2024 წლის 25 ივნისს
ქარელის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის შენობა: ქარელი, ნონეშვილის ქ. N3) 12:00 საათზე
გორის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის შენობა: გორი, გ. ფერაძის N5) 15:00 საათზე.
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედის წინ) 25 ივნისის 10:00 სთ-ვის მობილიზებული იქნება ავტობუსი, რომელიც მოემსახურება თბილისიდან ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში საჯარო განხილვებში მონაწილეთა ტრანსპორტირებას. დამატებითი ინფორმაციისათვის ან საორგანიზაციო საკითხებისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 77 08 09, social@windpower.ge
შეხვედრის შესახებ შეტყობინებები და დეტალები, ასევე, ხელმისაწვდომია შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებში, ისევე როგორც, თბილისის ოფისსა და სოფ. რუისის საინფორმაციო ცენტრში.